გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა – მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გრიგორი კარასინი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კარასინი პოსტს 2005 წლიდან იკავებდა.
კარასინის შემცვლელად ევგენი ივანოვი დაინიშნა.
პუტინის შესაბამისი ბრძანებები სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე განთავსდა.
კარასინი საგარეო უწყებაში დსთ-ს ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს კურირებდა, ასევე რუსეთ-საქართველოს პრაღის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.