“ღიმილისმომგვრელია “ნაცმოძრაობის” მცდელობა – საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია”

მე პირადად ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი ღიმილისმომგვრელ მცდელობას “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დანაყოფების, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მრავალწლიანი შრომის შედეგები დაანახოს საზოგადოებას.
„მე პირადად ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი ღიმილისმომგვრელ მცდელობას “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დანაყოფების, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია. ეს მეთოდი მათი ტრადიციული მეთოდია, ბრძოლის მეთოდია, თუმცა გაისად მოდის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ ამ მეთოდებით ისინი ფონს ვერ გავლენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ მომავალში არცერთ ტყუილს უპასუხოდ არ დავტოვებდით, რასაც სამწუხაროდ, ვაკეთებდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომაც ვპასუხობ ამ დიდ ტყუილს და ვღებულობ მონაწილეობას იმ დიდ ძალისხმევაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავწიოთ და რომელსაც მხილება ჰქვია. როგორც ჩანს, ეს არის მათი რეაქცია იმ დიდ კრახზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი შრომის, მრავალწლიანი შრომის შედეგები დავანახოთ საზოგადოებას და არ ვიყოთ კონცენტრირებული იმ ტყუილებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ყიდიან“ -განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა. მოგვიანებით, „დოიჩე ველეს” ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია დააკორექტირა. სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს” მხარი დაუჭირა”, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი” წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები