არჩილ თალაკვაძე: ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა

“ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რუსეთის დუმის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმად სათათბიროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტს მიმართვას, შეისწავლოს ოსების გენოციდის ცნობის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადახედვაზე – საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა. ისტორიული თემების პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოყენებას მივიჩნევთ ძალიან სარისკო საქმედ, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა. ჩვენი არჩევანი არის არა ახალი კონფლიქტური თემების ძიება ან ძველი ჭრილობების გახსნა, არამედ ოსებთან და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა, ხოლო მეზობლებთან – პრობლემების მოგვარება. სხვაგვარი მოკლე პოლიტიკური ხედვა უპერსპექტივოდ და სახიფათოდ მიგვაჩნია”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები