გაერო: მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი თანამედროვე მონობის მსხვერპლია

მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობის თანამედროვე ფორმების მსხვერპლია, მათ მეოთხედს ბავშვები წარმოადგენენ.
ამის შესახებ გაეროს მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ურმილა ბხულას ანგარიშშია ნათქვამი.
მისი აზრით, „თანამედროვე მონობის პრობლემას“ გარემოს გაუარესება, მიგრაცია და დემოგრაფიული ცვლილებები ართულებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „თანამედროვე მონების“ 60% კერძო სექტორში არის დასაქმებული.
შრომითი ექსპლუატაციის რიცხვის მატება რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. მაგალითად, ზოგიერთი სამსახურს კარგავს. ახალგაზრდები კი, რომლებიც სამსახურით არიან უკმაყოფილოები, არც ისე უსაფრთხო არხების გამოყენებით იძულებული არიან სხვა ქვეყანაში გადაიხვეწონ, რაც მათ პრობლემის წინაშე კიდევ უფრო დაუცველს ხდით.
ურმილა ბხულას განმარტებით, „თანამედროვე მონების“ ნახევარზე მეტი აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონზე მოდის, შემდეგ პოზიციას აფრიკა იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები