ზელენსკი მზად არის დონბასის დეოკუპაციისთვის ქვეყნიდან ნატოელი ინსტრუქტორები გაიყვანოს

მოლაპარაკების მაგიდასთან ნდობის აღდგენის, ასევე დონბასის დეოკუპაციისთვის უკრაინის ხელისუფლება მზად არის ქვეყნიდან ამერიკელი ინსტრუქტორები გაიყვანოს.
ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა, უმაღლესი რადას საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბოგდან იარემენკომ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვითარებას გააუმჯობესებს – როდესაც ეს მოხდება შესაძლებელი იქნება მომდევნო საკითხზე გადასვლა. არ არის აუცილებელი უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა ან ამნისტიის გამოცხადება, რადგან არსებობს უამრავი ჰუმანიტარული საკითხი, მაგალითად, უკრაინის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარის გაყვანა. რუსები მიუთითებენ უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელ ინსტრუქტორებზე, ჩვენ მივუთითებთ რუსულ სამხედრო ფორმირებებზე უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა ასეთ დისკუსიამდე უნდა მივიდეთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ამჟამად მსგავსი დისკუსია არ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები