კახა კალაძე: ყველა ოპოზიციურ პარტიას, აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად

“როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და იმას, თუ რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც ოპოზიციაშია, აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის ძლიერი ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია.
„ის, რომ ჩვენს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლება, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ძლიერი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები