რუსული ტელეკომპანია „დოჟდის” გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს
რუსეთის ოპოზიციური ტელეარხის „დოჟდის“ გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევა, საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სინდეევამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უწყება ფეიკი არ არის. დაკითხვაზე მივდივარ“, – დაწერა სინდეევამ Twitter-ის გვერდზე.
მისი ინფორმაციით, უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა მისთვის უცნობია რა საქმესთან დაკავშირებით.