რასმუსენი: მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატოს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის

მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
“ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატოს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა რასმუსენმა.
 
ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, გრძელდება რეფორმების პროცესი და მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს.
 
„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს კურსი, გააგრძელოს რეფორმები, ნატოს კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რადგან როდესაც ნატო იქნება მზად, თქვენც უნდა იყოთ მზად ნატოში შესასვლელად“, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები