ლინას ლინკევიჩუსი: არ არის დამტკიცებული, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სანდოა, რადგან საერთაშორისო სამართლის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს

არ არის დამტკიცებული, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სანდოა, რადგან საერთაშორისო სამართლის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა სოხუმის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

ლინკევიჩუსის თქმით, იარაღი და აგრესია ვერ გაიმარჯვებს, თუ ხალხის განწყობა უფრო ძლიერია და მიზანი ერთიანობით მიიღწევა.

„განაგრძეთ მოძრაობა და გაიმარჯვებთ. არასდროს დანებდეთ. ხალხი გაერთიანებული და დაჯერებულია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მიიღწევა მიზანი. იარაღი და აგრესია ვერ გაიმარჯვებს, თუ ხალხის განწყობა უფრო ძლიერია. რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებზე შემიძლია ვთქვა, რომ მოქნილობა მეორე მხარის მიერ ყოველთვის არ არის მიჩნეული თავაზიანობად, არამედ მიჩნეულია სისუსტედ. ამიტომ, ვიყოთ ძლიერები, ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე და ცხადი. არ არის დამტკიცებული, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სანდოა, რადგან საერთაშორისო სამართლის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს. ახორციელებს იმ კანონს, რომელიც მისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ სამართლიანი თამაშის წესებით უნდა ვიმოქმედოთ და პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ საიმედო“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები