არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგი განიხილეს.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეებს.

არჩილ თალაკვაძემ და ფილიპ რიკერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს – პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და დემოკრატიის გაძლიერებაში პარლამენტის როლზე ისაუბრა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები