„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერმინისტრად დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა.

სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერმინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

„კანონმდებლებმა 98 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელმაც ახალ ლიდერს ადრე „მოსკოვის კაცი“ უწოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გახარია შეეცადა, გაექარწყლებინა ოპოზიციის ბრალდებები, რომ მას მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს, საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებით.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია არის უდიდესი პრობლემა, უდიდესი გამოწვევა, უდიდესი სიბოროტე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები