უკრაინის გენპროკურორი პეტრო პოროშენკოს დაკავებას არ გამორიცხავს
უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან რიაბოშაპკა უმაღლეს რადას მიმართავს, დეპუტატების ხელუხლებლობასთან დაკავშირებული კანონის ძალაში შესვლამდე რამდენიმე დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას.
ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.
შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა რიაბოშაპკა პარლამენტის შენობაშივე ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაკავებას, გენპროკურორი პასუხობს, რომ რადაში ხელუხლებელი არავინ არის, საჭიროების შემთხვევაში კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს მის დაკავებას.
„არ აქვს მნიშვნელობა: ყოფილი პრეზიდენტი, ან სახალხო დეპუტატი, თუ სხვა ვინმე. ასე ვთქვათ – ხელიც არ ამიკანკალდება“, – განაცხადა რიაბოშაპკამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მას არ აქვს მასალები ახალ დეპუტატებზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შესაძლოა მმართველი გუნდის “ხალხის მსახურის“ წევრებზეც აღიძრას საქმე.