“დოიჩე ველე”: საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოსკოვს აკრიტიკებს

უცხოური გამოცემა “დოიჩე ველე” საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „ლუფტჰანზას“ ყოფილი მენეჯერი საქართველოს პრემიერ-მინისტრია”.
“გიორგი გახარია თბილისში მთავრობის ახალი ხელმძღვანელია. პარლამენტში მოხსენებაში მან რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ოკუპაციად შეაფასა.
როგორც ქართული მედია იტყობინება, ხმის მიცემისას საქართველოს პარლამენტში ყოფილმა ლუფტჰანზის მენეჯერმა გიორგი გახარიამ მართველი პარტია ქართული ოცნების 98 ხმა მიიღო. მოწინააღმდეგე ხმა არ დაფიქსირებულა. ოპოზიცია ხმის მიცმის პროცესს საერთოდ არ დასწრებია.
მანამდე მხოლოდ ერთი წლის სამსახურის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა. როგორც ის, ასევე, მისი შემცვლელი გახარია მულტიმილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ერთგულ თანამოაზრეებად ითვლებიან, რომელსაც კავკასიის რესპუბლიკაში სადავეები უჭირავს ხელში. ერთ წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახალ პარლამენტს ირჩევს.
გახარია მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2008-დან 2013 წლამდე იგი იყო დირექტორი გერმანულ თვითმფრინავების კომპანია ლუფთჰანზაში აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საზოგადოების განვითარების მიმართულებით. 44 წლის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გამოითქვა კრიტიკა თბილისში მასობრივი პროტესტისას პოლიციის მიერ გამოყენებული მკაცრი ღონისძიებების გამო.
როგორც მთავრობის მეთაურმა, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპის კავშირსა და ნატოში შესვლისკენ მიისწრაფვის და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება სურს. გახარიამ, რომელმაც პოლიტოლოგია რუსეთში ისწავლა, თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “ოკუპაცია” ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო მიწების 20 პროცენტი ეკონომიკურად გამოუყენებელია.
საქართველოს წინააღმდეგ მოკლე ომის შემდეგ რუსეთმა ხელში ჩაიგდო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტროლი და ოროვე მათგანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოსკოვი მათ სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით უჭერს მხარს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები