რამაზ საყვარელიძე: გახარიას კანდიდატურა მოცემულ რეალობაში სწორი გადაწყვეტილება იყო

თუ სტაბილიზაცია ვერ დამყარდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრინციპულად გააგრძელა დესტაბილიზაციის გზით სიარული და ქვეყნის არევა, მაშინ ნებისმიერი პარტია, რომელიც გადატრიალების მომხრეა უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
ის ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბრობს.
“პირველ რიგში გახარიამ დანაპირები უნდა შეასრულოს და ივნისის მოვლენების გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. დღეს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნების მოსახსნელად, რაც მისი კარიერისთვისაც მნიშვნელოვანია! როგორც ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანი, იმედია, სწორად შეაფასებს წინა პრემიერების მიერ დაშვებულ შეცდომებს. გადასახედია მინისტრთა კაბინეტის შემცირების იდეაც. რადგან დეპარტამენტების შემცირებით სამინისტროებს ტვირთი კი არ მოიხსნათ, პირიქით, დაემატათ. აპარატები შემცირდა, მაგრამ საქმე არ გაუმჯობესებულა. კიდევ ერთი და მთავარი რჩევა გიორგი გახარიას: კოჰაბიტაციის შედეგად სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ და თავზე ხელგადასმული “ნაციონალური მოძრაობა” იქით გადავიდა შეტევაზე. გახარიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტი და მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, როგორც პრემიერი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, გახარიას კანდიდატურა მოცემულ რეალობაში სწორი გადაწყვეტილება იყო.
“მას ბევრი პლუსი აქვს, შეუძლია პრობლემური სიტუაციის განმუხტვა, იცნობს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებს – ეკონომიკასა და ძალოვან სტრუქტურებს”, – აღნიშნავს საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები