ლინას ლინკევიჩუსი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე ლიდერი ქვეყანაა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსი განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მხარს უჭერს, საქართველო გახლავთ ლიდერი ქვეყანაა.
ამის შესახებ ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრეკსონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო გახლავთ ლიდერი ქვეყანა. უნდა გავაფართოვოთ ის, რასაც ვაკეთებთ ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში, საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ნატოს წევრი, ჩართულია ნატო-ს მისიებში შეიარაღებულ ძალებით და იზიარებს მის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.
საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს მიუღებელია.
„მსურს გამოვხატო ძლიერი სოლიდარობა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი აქტების გამო რუსეთის მხრიდან, გვინდა დავგმოთ ყველა ქმედება, რომელიც ეხება ე.წ. არჩევნებსა და „ბორდერიზაციას” ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ლინას ლინკევიჩუსის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ერთობლივ ოქმს.