“ვიდრე არჩევნებამდე მივალთ, გვჭირდება, რომ მთავრობის მუშაობა იყოს ეფექტური, დანარჩენი საზოგადოების გადასაწყვეტია”

ვიდრე არჩევნებამდე მივალთ, გვჭირდება, რომ მთავრობის მუშაობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. დანარჩენი უკვე ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ძალაუფლების კონცენტრაციაზე საუბარი სრული აბსურდი მგონია, რადგან დეკონცენტრაციისთვის ყველაზე ეფექტური და მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ყველამ კარგად იცის, რომ პარლამენტი იხილავს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი იყოს უფრო წარმომაგენლობითი. შესაბამისად, ბევრი პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი და პროპორცია ძალაუფლების განაწილების იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ მგონია, რომ ეს არგუმენტი აბსოლუტურად გაუგებარია. ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება, რომ სურვილი ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადოს 2020 წლის არჩევნებში.
რამდენიმე საკითხი გვაქვს. საარჩევნო სისტემას ვცვლით იმგვარად, რომ ერთ პარტიას არ ჰქონდეს დიდი უპირატესობა, ვიდრე არჩევნებამდე მივალთ, გვჭირდება, რომ მთავრობის მუშაობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. დანარჩენი უკვე არის ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები