მაკრონი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვში დიდი სამამულო ომის 75- წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე განაცხადა.
მოსკოვში ღონისძიება 2020 წლის 9 მაისს გაიმართება.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობა 17 ქვეყნის ლიდერმა დაადასტურა.
მათ შორის არიან, ინდოეთის, კუბის, ვენესუელის, ბელარუსის და სერბეთის პირველი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები