“ოპოზიციის ნეგატიური რეაქციები ახალი მთავრობის დამტკიცებაზე არის პირდაპირ პროპორციული იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ”
ოპოზიციის ნეგატიური რეაქციები ახალი მთავრობის დამტკიცებაზე არის პირდაპირ პროპორციული იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და სწორი მიმართულებით მივდივართ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
„ოპოზიციას ეშინია და ეშინიათ არა პიროვნულად, არამედ იმ მთავრობის, რომელიც ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ, რომელსაც აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ჰყავს ძალიან პრინციპული ლიდერი და ჩვენ ამ გუნდთან ერთად ვაპირებთ ყველა იმ პრობლემაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, რაც ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არის. ცხადია, ეს მათ არ ახარებთ. მათი ნეგატიური რეაქციები არის პირდაპირ პროპორციული იმის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და სწორი მიმართულებით მივდივართ“,- განაცხადა სესიაშვილმა.