გერმანიაში ფესტივალზე აფეთქება მოხდა
გერმანიის ქალაქ ფროიდენბერგში, ტრადიციულ ფესტივალ Brauchtumsfest-ზე, აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი წყალი გახდა, რომელიც გახურებულ ზეთიან ტაფაზე მოხვდა.
აფეთქების მომენტში ადგილზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციაში გაზის აფეთქების ვერსიას გამორიცხავენ.
დაშავებულთაგან 6 მძიმე მდგომარეობაშია. 5-მა ძლიერი დამწვრობა მიიღო, ერთს კი გულის შეტევა ჰქონდა.