ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს.
თუმცა ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელი პოლიტიკური პარტიის რიგებში შეიძლება ვიხილოთ მერაბიშვილი.
“20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, – აცხადებს ჩივიაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე: ვინ ინახულა დეპუტატებიდან ყველაზე მეტჯერ მერაბიშვილი, ადვოკატი შემდეგნაირად პასუხობს:
“კიდევ გიმეორებთ, გარდა იმისა, რომ მერაბიშვილი გამოდის ციხიდან 2020 წლის 20 თებერვალს, სხვა რამის თქმა დღეს არ შემიძლია”, – აღნიშნავს გიორგი ჩივიაშვილი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები