ერევანი-მოსკოვის რეისი აფეთქების საფრთხის გამო გადაიდო

ავიაკომპანია „სიბირის“ თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი ერევანი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, აფეთქების საფრთხის გამო ორი საათის განმავლობაში აფრენა ვერ შეძლო.
ერევნის ზვარტნოვცის აეროპორტში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მას ბომბი ჰქონდა.
რეისი 06:20 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი მხოლოდ 08:40 საათზე გაფრინდა.
აეროპორტში განაცხადეს, რომ მგზავრის განცხადება დაუყოვნებლივ პოლიციას აცნობეს, ამის შემდეგ, სალონიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.
მგზავრის იზოლირება მოხერხდა, მისი ბარგი კონტროლზე აიყვანეს.
ჩხრეკის შედეგად, საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებმა გადაზიდვისთვის აკრძალული ნივთები ვერ აღმოაჩინეს.
მგზავრი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები