ბორის ჯონსონი, თუ ელცინი? – ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეცდომა (ვიდეო)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანელი კოლეგა ბორის ჯონსონი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის, სახელით მოიხსენია, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა.
The Guardian წერს, რომ მთავრობის სხდომაზე ნეთანიაჰუმ თქვა: „ლონდონში ძალიან სასიამოვნო ვიზიტი მქონდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ელცინს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრს შევხვდი“.
ნეთანიჰუს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შეცდომა მალევე შეუსწორეს, მან კი გაიცინა და თქვა, რომ აინტერესებდა, რამდენად ყურადღებით უსმენდნენ კოლეგები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები