საფრანგეთში ივნისსა და ივლისში ჰაერის მაღალ ტემპერატურას 1435 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში ივნისსა და ივლისში მაღალი სიცხის გამო 1435 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ანიეს ბუზინმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა 75 წელს გადაცილებული იყო.
ამასთან, მისი თქმით, პრევენციული ზომების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით 10 ჯერ დაბალი იყო.
საფრანგეთში ივნისში ქვეყნის ისტორიაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 46 გრადუსი დაფიქსირდა.
ევროპელი მეტეოროლოგების შეფასებით, წელს ივლისი, გლობალური დაკვირვებების ისტორიაში, ყველაზე ცხელი იყო.