მერაბ ქვარაია: მოსახლეობას აინტერესებს არა დესტრუქცია, რომელსაც “ნაცმოძრაობა” მუდმივად გვთავაზობს, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
“მოსახლეობას აინტერესებს არა დესტრუქცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ყველა განშტოება მუდმივად გვთავაზობს, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე”, – ამის შესახებ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში განაცხადა.
“მოსახლეობას აინტერესებს არა ოპოზიციის ცარიელი სავარძლები ამ დარბაზში და დესტრუქცია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ყველა განშტოება მუდმივად გვთავაზობს, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, როგორი იქნება სიმშვიდის, ყოფითი ცხოვრებისა და განვითარების გარანტიები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას, რომელსაც დღეს დავამტკიცებთ, აქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა ყველა მიმართულებით. გამოწვევები რეალურია და ამ გამოწვევებს კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს”, – განაცხადა ქვარაიამ.