გია აბაშიძე: როდესაც გამოწვევა ფსევდოლიბერალობა და ყალბი ფასეულობების დამკვიდრების მცდელობაა, ძლიერი კაბინეტი გჭირდება
“როდესაც გამოწვევაა ფსევდოლიბერალობა და ყალბი ფასეულობების დამკვიდრების მცდელობა, ძლიერი კაბინეტი გჭირდება. პრეზიდენტი ტრამპიც მასე არ არის? გადავხედოთ მის კაბინეტს – სახელმწიფო მდივანი პომპეო [CIA], ადმინისტრაციის აპარატის ამასწინდელი უფროსი, თადარიგის გენერალი კელი და სხვა”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს, ის ზურაბ ჭიაბერაშვილს ეხმიანება.
,,ევრონაცი” პარლამენტარი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზუსტად იმეორებს რა ერთ-ერთი აქაური მედიაგამოცემის სარედაქციო წერილის ტერმინებს, აცხადებს: “გახარაია-გომელაური-ღარიბაშვილით, ივანიშვილმა ჩამოაყალიბა სამხედრო კაბინეტი, რათა გააგრძელოს საქართველოსთვის რუსეთის გუბერნიის დამკვიდრება”. მართალია, როდესაც გამოწვევაა ფსევდოლიბერალობა და ყალბი ფასეულობების დამკვიდრების მცდელობა, ძლიერი კაბინეტი გჭირდება. პრეზიდენტი ტრამპიც მასე არაა? გადავხედოთ მის კაბინეტს – სახელმწიფო მდივანი პომპეო [CIA], ადმინისტრაციის აპარატის ამასწინდელი უფროსი, თადარიგის გენერალი კელი და სხვა”,- წერს გია აბაშიძე.