„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

ამასთან, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ზურაბ იაშვილს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გუშინ ახალი ბრალი წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები