ტინისხიდში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ამბულატორია შენდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში თანამედროვე ტექნიკით და აპარატურით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნება. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა. ამჟამად, ამბულატორიების შენობების აღდგენითი სამუშაოები რეგიონის მასშტაბით 18-მდე სოფელში მიმდინარეობს, რაც შეეხება ახალ შენობებს ტინისხიდის გარდა კიდევ ორ სოფელში მიმდინარეობს ახალი სამედიცინო პუნქტების მშენებლობის პროცესი. აღნიშნული პროექტის დაფინანსება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
„ჯანდაცვის მიმართულებით რეგიონში აქტიურად ხორციელდება პროექტები, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამბულატორიების რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს. 21 სოფლის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს და სამედიცინო მომსახურებას ადგილზე მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.