სოფელ ხანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, სოფელ ხანის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ გიორგიძესთან, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად, სოფელ ხანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 2 კმ გზის მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ფარაონი და კომპანია“ აწარმოებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოები ივნისში დაიწყო და ტენდერის პირობების თანახმად ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები