ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა აშენდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა აშენდება. გასულ წლებში მუზეუმი ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, რის შედეგადაც გამოფენების მოწყობა შეჩერდა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის ამირან კერესელიძის განცხადებით, მუზეუმის მდგომარეობის აღდგენაზე ონის მერმა – ემზარ საბანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – შუქურა ჯაფარიძემ იზრუნეს.

“მათი ძალისხმევით და სახელმწიფოს დახმარებით გამოიყო ადგილი მუზეუმის ასაშენებლად, ასევე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 7 სექტემბერს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონამდე ლარს შეადგენს”, – განაცხადა ამირან კერესელიძემ.

ცნობისთვის, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1948 წელს დაფუძნდა. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ კულტურული განვითარების სხვადასხვა ხანას, თუმცა მათი უმეტესობა ბრინჯაოს პერიოდს განეკუთვნება. ექსპონატებს შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები, ასევე X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV ს- ის ფულის ნიშნები, XIX ს- ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილი ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები, როგორებიცაა უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავითნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები