სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ხანძარი გაუჩნდა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ხანძარი გაუჩნდა.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
​ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები