ხარაგაულში მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხარაგაულში, სოფელ ვახანაში მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხის სახლს ცეცხლი სწრაფად მოედო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე  ორი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი მუშაობდა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.
დაზარალებულებს უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, ოჯახს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები