გორის მერმა სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს დროებითი საცხოვრებლები გადასცა

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა  გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს დროებითი საცხოვრებლები გადასცა. ტყვიავში მცხოვრებ 6 სულიან სოციალურად დაუცველ გიგუაშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები პირადად თავზარაშვილმა გადასცა. სახლი, სადაც გიგუაშვილები ცხოვრობდნენ ავარიული იყო და საბოლოოდ დანგრევის საშიშროება არსებობდა.
კოტეჯის ტიპის საცხოვრებელში გადავა ატენში მცხოვრები ივანე ნალიკაშვილიც, რომელიც შვილს მარტო ზრდის და ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში კიდევ სამ ოჯახს გადაეცემა დროებითი საცხოვრებელი, საერთო ჯამში 5 კოტეჯის ტიპის საცხოვრებლის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი გამოიყო.
“აღნიშნული პროექტის საფუძველზე გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 სოციალურად დაუცველ ოჯახს შევუძინეთ დროებითი საცხოვრებელი. მიმდინარე წელს კი ფენეფიციალთა ოდენობა 5 მდე გავზარდეთ . დღეს ორ ოჯახს ორი წლის ვადით გადავეცით კოტეჯის ტიპის სახლები. უახლოეს დღეებში კიდევ 3 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება დროებითი საცხოვრებელით.რაც შეეხება ბენეფიციარებს , მათ ვინაობას სპეციალურად შექმნილი კომისია ადგენს და განისაზღვრება გადაუდებელი აუცილებლობით“,-განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები