“ფორსაჟი 9-ის” გადაღების გამო, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAL PICTURES ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადასაღებმა მოედანმა თბილისიდან რუსთავში გადაინაცვლა.

ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე). შესაბამისად, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, კლდიაშვილის, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით, დროებით შეიცვალა შიდასაქალაქო მიკროავტობუსებისა და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებიც. რუსთავის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

ფილმის “ფორსაჟი 9″ გადაღებები საქართველოში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. გადაღებების პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება. გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები