გრიგოლ გიორგაძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალაბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან, ბაღდათის მერთან, არჩილ გოგსაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები როხში,წითელხევში და დიდველაში გაიმართა. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს  არსებული პრობლემები გააცნეს. პრობლემები ძირითადად შიდა გზების, წყლის, ასევე სპორტული მოედნების არ არსებობას შეეხებოდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები გრძელდება და არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ადგილიბრივ დონეზეა შესაძლებელი.
ადგილობრივთა თქმით, აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვანია ,რადგან მათი პრობლემების შესახებ  უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები