ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა. მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება ქალაქის მე-3 და მე-5 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები  ბაღებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით, ყველა საბავშვო ბაღს მეთოდური მასალები და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გადაეცა, ამასთან, სამზარეულოს პერსონალისთვის სპეციალური უნიფორმები შეიკერა. ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს ყოველდღიურად განსხვავებული,მრავალფეროვანი, სრულფასოვანი ზრდისა და განვითარების აუცილებელი კვების მენიუ ექნებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები