სტუ-ის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
„2019-2020 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა 2019-2020 სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.matsne.gov.ge ).
აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსადა ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ:
1. მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა – 460 ადგილი
2. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა – 290 ადგილი
3. საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა – 30 ადგილი
4. გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი
5. სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა – 100 ადგილი
6. საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი
7. გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 30 ადგილი
8. მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა – 25 ადგილი
9. მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა – 30 ადგილი
10. ქიმიის საბაკალავრო პროგრამა – 50 ადგილი
11. სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 30 ადგილი
12. მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 30 ადგილი
13. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა – 110 ადგილი
14. ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა – 20 ადგილი
15. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა – 50 ადგილი
16. საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა – 100
17. მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა – 40 ადგილი
18. აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა – 50 ადგილი
19. სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა -130 ადგილი
20. სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა – 15 ადგილი
21. აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი
22. მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 60 ადგილი
23. მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა – 20 ადგილი
24. აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა – 40 ადგილი
25. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა – 13 ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები