პოლონეთში ტურისტთა ჯგუფს მეხი დაეცა – არიან დაღუპულები

პოლონეთში, ტატრას მთის მასივებში 20 ტურისტისგან შემდგარ ჯგუფს მეხი დაეცა.
RMF24-ის ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბიჭია, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
ქვეყნის სამთო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ, რადგან მეხი სხვა ტერიტორიაზეც დაეცა.
სამაშველო ოპერაციაში 4 ვერტმფრენია ჩართული.
დაშავებულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, არ ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები