ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0018 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9336 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9354 ლარი ღირდა.
0.0096 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2487 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2583 ლარი იყო.