ბრაზილიაში, ხანძრის გამო, ქალაქი კვამლით დაიფარა – „თითქოს, დღე ღამით ჩანაცვლდა“

ბრაზილიაში ამაზონის ტყე უკვე მე-16 დღეა იწვის. გარემოს კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ხანძრის მასშტაბი 83%-ით არის გაზრდილი.
BBC წერს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე მსოფლიოში უდიდესია და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური დათბობის პროცესის შენელებაში. ტყეში სამ მილიონამდე სახეობის მცენარე და ცხოველია.
ამასთან, სან პაულუს მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალაქში შავი წვიმა მოდის, სუნთქვა კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„თითქოს, დღე ღამით ჩანაცვლდა. ეს დღის სამ საათზე ხდება“, – წერს ხალხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები