„ჩერნომორენერგო“: ენგურჰესი აფხაზეთის საკუთრებაა
ოკუპირებულ აფხაზეთში „ჩერნომორენერგოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ალმას ჯოპუას ხელმძღვანელობით ე.წ. საპარლამენტო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიება ვნებათაღელვის საგნად რჩება.
ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატის დასკვნით, „ჩერნომორენერგოს“ საქმიანობაში კორუფციის ნიშნები იკვეთება, კერძოდ, აფხაზეთისთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის ნაწილი, რომელსაც ენგურჰესი გამოიმუშავებს, თურქეთსა და რუსეთში იყიდება. ჯაპუა დაინტერესდა, რატომ არ ხდება ენგურჰესის „სახელმწიფოს ბალანსზე გადაყვანა?“ და იქვე პასუხობს, რომ ამის გაკეთება ხალხს შეუძლია, ვინც სქემაში ჩართული არ არის.
აღნიშნულ დასკვნას „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა, ასლან ბასარიამ უპასუხა.
მისი თქმით, 26 წელია, რაც აფხაზეთსა და საქართველოს შორის მყიფე „ენერგეტიკული მშვიდობა“ არსებობს, რადგან ენგურჰესი ორ ნაწილად არის გაყოფილი.
„მიუხედავად იმისა, ვის ბალანსზეა ენგურჰესი, ის აფხაზეთის სახელმწიფოს საკუთრებაა, 1992 წლის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დადგენილების შესაბამისად. მის მართვას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობა. თუ „ჩერნომორენერგოს“ დაავალებენ ებგურჰესის ბალანსზე აყვანას, ამას გავაკეთებთ. თუმცა ბალანსზე ამხელა ობიექტის აყვანა უზარმაზარ ხარჯს ნიშნავს, გარდა ამისა, რთულია კომპლექსის ბალანსზე აყვანა, რომლის ნაწილი მტრულად განწყობილ სახელმწიფოშია. რომც გავაკეთოთ, სახელმწიფოს მისი ექსპლუატაციისთვის თანხა არ ეყოფა. მისი შენახვა წელიწადში 1 მლრდ რუბლზე მეტი ჯდება, უკანასკნელი დოტაცია კი ბიუჯეტიდან 15 მლნ რუბლი იყო. აღნიშნული ელექტროენერგიის ტარიფის მატებას გამოიწვევს“, – აღნიშნა ბასარიამ.
მისი თქმით, ქართული მხარის განცხადებები, მათ შორის – დოკუმენტირებული, რომ ობიექტი საქართველოს კუთვნილებაა, ფიქციაა, რომელსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არავითარი ძალა აქვს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის თურქეთში ან რუსეთში გაყიდვის საკითხს – ბასარია ამბობს, რომ აფხაზეთი ენგურჰესიდან ელექტრო