საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს. აღნიშნულ პერიმეტრზე ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული სასაზღვრო ბარიერის ლითონის ბოძი დამონტაჟდა.
ცნობისთვის, გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, საზღვრის მიღმა რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი რჩება.