ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში, სოფელ რუხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც “კვირას” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაღალი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლი საპირისპირო მხარეს მომავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მამაკაცი გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები