საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგურ მატჩში ანგარიში გახსნა.

გოლი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, შეხვედრის 36-ე წუთზე გაიტანა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები