ლანჩხუთში მომხდარი ავარიისას დაშავებულები რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს

ნიგვზიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი ადამიანი ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრიდან რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამის შესახებ “კვირას” ინფორმაცია ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კვერენჩხილაძემ მიაწოდა.
კვერენჩხილაძის თქმით, დაშავებულ 12 წლის გიორგი ჩერტიშევს მრავლობითი დაზიანებები და ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა; ასევე, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა 49 წლის თამარ ზამთარაძეს.
12 წლის მოზარდი ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში, ქუთაისში გაეწერა, ხოლო შუახნის ქალბატონი – დასავლეთ საქართველოს რეგიონულ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურად მძიმეა.
​რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ 6 მოქალაქეს – რევაზ კვერენჩხილაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერენ სახლში.
შეგახსენებთ, გუშინ ლანჩუთში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები