წალენჯიხაში, სავარაუდოდ – კრაზანის ნაკბენისგან, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, სავარაუდოდ – კრაზანას ნაკბენისგან, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

წალენჯიხის მერიიის ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიული იყო, მას ჰაერის უკმარისობა დაეწყო, რის შედეგად ასთმური შეტევა განუვითარდა და, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

გასულ წელს, მწერების ნაკბენისგან წალენჯიხაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი