რუსეთში აშშ-ის ელჩმა თანამდებობა დატოვა

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ხანტსმანმა თანამდებობა დატოვა.
ხანტსმანმა განცხადება აშშ-ის პრეზიდენტს, დონლად ტრამპს უკვე გაუგზავნა – წერს The Hill-ი.
ჯონ ხანტსმანი პოსტს 3 ოქტომბერს დატოვებს, ელჩის თანამდებობას კი ის 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
მედია არ გამორიცხავს, რომ ჯონ ხატსმანმა იუთას შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე კენჭი იყაროს. ამ პოსტს ის 2005-2009 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები