მიხეილ სააკაშვილი: თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ აღნიშნული ინტერვიუს სანახავად მან საკუთარ თავს ძალა დაატანა.

„ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ. ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ თავსი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს. ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს. ის ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. თავისი ანტისახელმწიფოებრივი სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ძალიან ნიშანდობლივია. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება სერიოზულად ლიდერობს. ასევე გამოჩნდა კარგად, თუ როგორ ეზიზღება მას საკუთარი ხალხი “იხმაურებენ და დაიშლებიან”-ო…”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები