თორნიკე რიჟვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა  განსაკუთრებით აჭარაში გავამართლოთ მოსახლეობის მოლოდინი

“პარტია საჭიროებს კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით შემდეგი წლის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკვეთა, რაც მოდის საზოგადოებისგან, ის მოლოდინები, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით აჭარაში, გავამართლოთ”, – აღნიშნული განცხადება თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში „ქართული ოცნების” რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა, სადაც ის აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დასახელდა.
ახალი ინიციატივა, რომელიც აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ეხება, დღეს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.  „ქართული ოცნების” რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.
,,პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა არის წარდგენილი და, ბუნებრივია, ეს  პროცესი ფორმალურად გაფორმდება უკვე პარტიის ყრილობაზე”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები