ევროკავშირის ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბაღდათს კოსტრზინის მერის სტუმრობს

ევროკავშირის ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტს, თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამით, პოლონეთის ქალაქ კოსტრზინის მუნიციპალიტეტის მერი, ანდრეი კუნტი სტუმრობს.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში პოლონეთის დელეგაციის წევრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ფესტივალის პროგრამის, ასევე, საორგანიზაციო საკითხების დაგეგმარებაში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტეში “ღვინის არტ ფესტივალი ბაღდათის” ჩატარება ოქტომბრის პირველ კვირას იგეგემება.
ფესტივალის დამგეგმავი სამუშაო ჯგუფი უკვე შერჩეულია, რომელიც 9 წევრისაგან შედგება და მას ბაღდათის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ლედ-ოფიცერი, თინა აბულაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები