ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა აგრო-ტურისტულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა წყალტუბოში გამართულ აგრო-ტურისტულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული ფესტივალის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარება და ტურისტების მოზიდვა გახლდათ. ფესტივალში მონაწილეობა იმერეთის რეგიონში მოქმედმა საწარმოებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ფერმერულმა მეურნეობებმა მიიღეს.
„სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები. აგროფესტივალზე სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის შესახებ ისაუბრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – სოლომონ პავლიაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა – ზვიად შალამბერიძემ. აგრო-ტურისტულ ფესტივალზე ბაღდათის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი პროდუქტით იყო წარმოდგენილი, 17-მა მეწარმემ საოჯახო ღვინის მარნებში დაყენებული ღვინოები, თაფლი, დეკორატიული მცენარეები და მოცვი წარმოადგინეს, რომელიც ISO – ს სერტიფიკატის მფლობელია. აგრო-ტურისტული ფესტივალის მონაწილე მეწარმეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდა. ფესტივალში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერმერებმა მონაწილეობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებიით მიიღეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები